www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კოლიბრი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

სარეკლამო კომპანია "კოლიბრი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთის მიღება და თანამშრომლებზე გადანაწილება;
** მოთხოვნილი შეკვეთის ანალიზი და ფასების კალკულაცია;
** არსებული შეკვეთების ჩაბარების ვადის განსაზღვრა და მისი კონტროლი;
** მიმდინარე შეკვეთების დამზადების პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
** ჩაბარებულ შეკვეთებზე შესაბამისი ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის გაწერა;
** ყოველი დღის ბოლოს მიმდინარე შეკვეთების სრული აღწერა და კომპანიის ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
** მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების MS Word და MS Excel კარგად ცოდნა;
** საგადასახადო ვებ პორტალზე rs.ge-ზე მუშაობის უნარი (სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის გაწერა);
** სამუშაო გამოცდილება სარეკლამო ან საგამომცემლო კომპანიაში;
** რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება გრაფიკული პროგრამების (Corel Draw, Adobe Photoshop) საბაზისო ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების, ორგანიზატორული და დროის განაწილების უნარი;
** რამდენიმე დავალების შესრულებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

სრული სამუშაო გრაფიკი.
ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგზავნეთ, თქვენი CV ელ. მისამართზე: hr@colibri.ge

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, გთხოვთ, დაათვალიეროთ: http://www.colibri.ge | http://www.facebook.com/colibri.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |