www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IBEX logistics
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

სატრანსპორტო კომპანია "Ibex logistics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება.
** კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
** პრიორიტეტად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული, ინგლისურის ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური განაწილება,
** სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება,
** გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@i-bex.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |