www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის მიზანი:

უზრუნველყოს კომპანიის სტრატეგიული განვითარებისა და დეპარტამენტთაშორისი პროექტების და ღონისძიებების მართვა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პროექტის დაგეგმვა და მართვა;
** პროექტში ჩართულ დაკავშირებულ მხარეებთან (სხვადასხვა განყოფილებებთან) კონსულტაციები, ტექნიკური დავალების ჩამოსაყალიბებლად;
** პროექტის ფარგლებში შიდა რესურსისა და პარტნიორი კომპანიების კოორდინირება;
** მიმდინარე პროექტის რისკებისა და დედლაინების მართვა
** შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პროექტის შეფასება და ანალიზი;
** IT პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალების სიღრმისეული ანალიზი, პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება;
** ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიების ტრენდების მონიტორინგი და სიახლეების ინიცირება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ანალიზისა და შეფასების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |