www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ყველა კატეგორიის სასაქონლო ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესის მართვა
** კატეგორიების ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა
** შესყიდვების, მარკეტინგის, ტექნიკურ დეპარტამენტებთან, საცალო ქსელთან და გაყიდვების ყველა რგოლთან კოორდინირებული მუშაობა
** გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და სტიმულირება
** კატეგორიის მენეჯერების მხრიდან, რეალიზაციის რგოლებთან კომუნიკაციის მონიტორინგი
** ყველა რეგიონის ბაზრის ანალიზის, კონკურენტების შესწავლის მონიტორინგი და ანალიზი
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა და ასორტიმენტის გაფართოებისთვის საჭირო სტრატეგიის შემუშავება
** ახალი კლიენტების მოძიების უზრუნველყოფა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ
** გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქციებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის განსაზღვრა
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების შექმნა მერჩენდაიზერებთან ერთად და შესრულების მონიტორინგი
** გამოფენების და ქარხანაში ვიზიტების დაგეგმარება წლის ჭრილში
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი
** სხვადასხვა ტიპის ტრენინგის მოთხოვნა - ჩატარებული ტრენინგების შემდგომი ეფექტურობის შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** Excel-ის ცოდნა
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდის მართვის უნარი
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 18 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |