www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია კამარა
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სს "საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა" არის ქართულ-თურქული კომპანია, რომელიც შექმნილია 100%-იანი თურქული ინვესტიციით.

ს.ს "საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა"-ს ძირითადი მიზანია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების, მოქნილი პროცედურებისა და თითოეული დაზღვეულის მოთხოვნებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება.

"საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება - კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ფიქსირებული 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარიდან + საკომისიო;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** მზარდ და კონკურენტულ ანაზღაურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო ბაზარზე არსებული პოტენციური კლიენტების მოძიება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** პრეზენტაციების და შეხვედრების ორგანიზება;
** კლიენტისთვის კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვის შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (უპირატესობად
** ჩაითვლება სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია თურქული ენის ცოდნა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kamara.ge არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა"-ს მიერ (ს/კ: 404990435), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |