www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების მრჩეველი/აგენტი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მრჩევლის/აგენტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სს "არდი დაზღვევის" ავტოტრანსპორტის დაზღვევის გაყიდვების ფილიალი, ზ. ანჯაფარიძის 7.
სამუშაო განრიგი: თავისუფალი.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნეს სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ბაკალავრის დიპლომი სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office and E-mail);
** ქართული ენის გამართული ცოდნა (წერა, მეტყველება) - სავალდებულოა;
** უცხო ენ(ებ)ის ცოდნა - სასურველია.
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1 ან 2 წლიანი);
** აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება გათვალისწინებულია საბონუსე სისტემით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@ardi.ge | t.nikabadze@ardi.ge 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
** ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე სს "არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |