www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Bright Minds
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

საგანმანათლებლო ცენტრი (უნივერსიტეტი & აკადემია) აცხადებს სოციალური მედია მენეჯერის (SMM) ვაკანსიას.

მოთხოვნები:

** სოც.ქსელების მართვა (Facebook, Linkedin, Instagram);
** თარგეტირებული სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;
** სამიზნე აუდიტორიისა განსაზღვრა და კონტენტ გეგმის შემუშავება;
** სოც ქსელების დახვეწასა და განვითარებაზე ზრუნვა (ვიზუალური ნაწილი, კონტენტი);
** სტატისტიკისა და ანალიტიკის მონიტორინგი და რეპორტინგი (SEO);
** "ცოცხალი" რეგისტრაციები (რაოდენობრივი KPI განისაზღვრება ხელმძღვანელობის მხრიდან).

სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1000-1500 ლარი (NET)

დამატებითი ბენეფიტები: განათლება - PR აკადემიის სხვადასხვა ტრენინგებზე დასწრება (შესაბამისი სერტიფიკატით), ნეთვორქინგი (საინტერესო და განსხვავებული პროფილის სპეციალისტებთან მუდმივი კონტაქტი, გამოცდილების მიღება/გაზიარება, სიახლეების გაცნობა), კომფორტული სამუშაო გარემო, მეგობრული კოლექტივი, პარტნიორული ურთიერთობები მენეჯმენტის მხრიდან.

კანდიდატის პორტრეტი: გონებაგახსნილი, სხარტი, დაინტერესებული, შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელსაც ექნება საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა, "შეაწუხებს" ახალი იდეები და გამოხატავს ინიციატივას, ადვილად აუღებს ალღოს საქმიანობას და გასაყიდ "პროდუქტს" (ტრენინგებს და არა მხოლოდ), სწორად დასახავს სამუშაო სტრატეგიას, იქნება საკმარისად მოწესრიგებული და პედანტური იმისათვის, რომ გაწერილი ჰქონდეს კონტენტ გეგმა და შედეგების ასახვა შეეძლოს ციფრებში (ანალიტიკა) რეპორტების სახით, და ამავე დროს გემოვნებიანი (ვიზუალურ ნაწილთან მუშაობა, ფოტოების დამუშავება, დაედითება და/ან მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბება) და საზრიანი.

ამოიცანით საკუთარი თავი? მაშინ გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე careers@brightminds.ge; ვაკანსიის დასახელების - SMM მითითებით და აუცილებლად დაურთეთ თქვენი რამოდენიმე ნამუშევარი ან ლინკი შესაბამის რესურსებზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |