www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციების წარმოება კლიენტთა ანგარიშებზე;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
** სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის კლიენტთა მომსახურებისას წარმოქმნილი საკითხებისა და პრობლემების გადაჭრაში დახმარების გაწევა;
** დღიური საბუთების შემოწმება-აღრიცხვა;
** სალარო და სავალუტო გადარიცხვების კონტროლი, შემოწმება, აღრიცხვა და მეორადი ავტორიზაცია.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირება)
** ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
** უნარი, ყურადღება მიექცეს დეტალებს, გააჩნდეს საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge 2019 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

შენიშვნა: გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |