www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - დღის ცვლა
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ქოლ-ცენტრის დღის ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება; (სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საინფორმაციო სატელეფონო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად;
** დაზღვეულთა ბაზაში მომხმარებლის იდენტიფიცირება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ქოლ-ცენტრის დღის ოპერატორი - ლათინური შრიფტით. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |