www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ლუმა დეველოპმენტ
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

შპს "ლუმა დეველოპმენტ" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფერო: საქართველოს მასშტაბით ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა და სწორი დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ყველა ასპექტის მართვა და მონიტორინგი;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტის მსვლელობის და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** საჭირო ადამიანური რესურსის მობილიზება და მართვა; თანამშრომლებზე სამუშაოს გადანაწილება, მათი დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა
** პროექტისთვის საჭირო გარე ადამიანური თუ ტექნიკური რესურსების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტის დამკვეთის, დიზაინერ დავალებების შესრულება და დიზაინის მიხედვით პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა
** დედლაინების და მისაღები შედეგების განსაზღვრა, კომუნიკაცია პროექტის დამკვეთ მხარეებთან
** რისკების განსაზღვრა, შეფასება და მართვა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მოტივაცია და შედეგებზე ორიენტირება;
** ინიციატივისა და სიახლეებისადმი სწრაფვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა.

უპირატესობა მიენიჭება სარეკლამო კომპანიაში და მსგავს პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატს. ასევე, სასურველია საკუთარი ავტომანქანის ფლობა და B კატეგორიის მართვის მოწმობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: developmentluma@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |