www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გათბობა-გაგრილების სისტემების კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს სტაჟირებას დ. აღმაშენებლის სახ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ სამსახურში გათბობა-გაგრილების სისტემების კოორდინატორის პოზიციაზე.

სტაჟირების წარმატებით გავლის შედეგად კანდიდატის დასაქმება მოხდება ქუთაისის აეროპორტში გათბობა-გაგრილების სისტემების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი
სამუშაო ადგილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

სტაჟირების პროცესში შეისწავლით:

** გათბობა-გაგრილების სისტემის გამართულად, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გათბობა-გაგრილების სისტემებთან დაკავშირებული სქემების, ნახაზების, საგარანტიო ფურცლების, სახელმძღვანელოების, ინსტრუქციების, დებულებების და რეგლამენტების სისტემატიზაცია;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გათბობა-გაგრილების სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა, ყოველდღიური დათვალიერება, დათვალიერების შედეგების შესაბამის ბაზაში აღრიცხვა და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მისი დაუყოვნებელი აღმოფხვრა და ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გათბობა-გაგრილების სისტემების ეფექტურად და ყაირათიანად გამოყენების მონიტორინგი;
** ტექნიკური მენეჯერის მითითების საფუძველზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გათბობა-გაგრილების სისტემის მართვის სისტემის ოპერირება და შესაბამისი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მათი აღმოფხვრა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურების პროცესში ისეთი ხარვეზ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, რომელთა აღმოფხვრა სცილდება ტექნიკური სამსახურის შესაძლებლობას ტექნიკური მენეჯერისათვის და დადგენილი ფორმით ინფრასტრუქტურის განვითარების და მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და მათთან კოორდინაცია მათი აღმოფხვრისათვის;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებისათვის გათბობა-გაგრილების უსაფრთხოების წესების გაცნობისა და მათი დაცვის მონიტორინგი;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურების პროცესისათვის საჭირო სახარჯი მასალებისა, ნაწილების და იარაღების საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით ქონა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გათბობა-გაგრილების სისტემების მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფის დანარჩენი წევრებისათვის მათ საქმიანობაში დახმარების აღმოჩენა ტექნიკური მენეჯერის სხვადასხვა დავალებების შესრულება;

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება/პროფესიული განათლება საინჟინრო კომუნიკაციების მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |