www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი)
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** პრაქტიკოს ექიმად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულების პირისპირ და სატელეფონო მომსახურება ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მართვა;
** სადაზღვევო პირობების შესაბამისად სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
** საგარანტიო წერილების მომზადება ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურების შესახებ.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ანაზღაურების მენეჯერი (ლათინური შრიფტით).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |