www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა მეცნიერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** დეტალებისადმი ყურადღება
** ანალიტიკური აზროვნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი (მაგისტრი/დოქტორი) სტატისტიკაში, მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა, ან სხვა ტექნიკურ დარგში;
** სტატისტიკური/მანქანური დასწავლის მეთოდების საბაზისო ცოდნა;
** ერთწლიანი (და მეტი) სამუშაო გამოცდილება სტატისტიკურ/მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

პოზიციის შესახებ:

მონაცემთა მეცნიერის ძირითადი მოვალეობა იქნება კონკრეტული ბიზნეს ამოცანების შესასრულებლად ანალიტიკური გადაწყვეტების შემუშავება სტატისტიკური მოდელირებისა და მანქანური დასწავლის მეთოდების გამოყენებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე სრული ანალიტიკური გადაწყვეტების შემუშავება;
** ხშირი კონტაქტი ბიზნესთან ამოცანების განსაზღვრისა და გადაწყვეტის შემუშავების ეტაპებზე;
** ხშირი კონტაქტი მონაცემთა ინჟინრებთან მოდელირებისთვის საჭირო მონაცემების დაკვეთისთვის;
** სტატისტიკური/მანქანური დასწავლის მოდელების აგება, დანერგვაში მონაწილეობა და შედეგების მონიტორინგი;
** პროგრამისტებთან თანამშრომლობა ანალიტიკური სისტემების დასანერგად;

დამატებითი ინფორმაცია:

გუნდის შესახებ:

თიბისის ბანკის მონაცემთა მართვისა და მოდელირების ჯგუფი კლიენტების შესახებ ბანკში არსებული მონაცემებით ქმნის კლიენტების სეგმენტაციისა და მათი ქცევის პროგნოზირების მოდელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესთან ამ მოდელების ბიზნეს-პროცესებში დასანერგად. ჯგუფის მიზანია, ბანკმა შეძლოს თითოეული კლიენტისთვის უკეთესი, მათზე პერსონალურად მორგებული საბანკო მომსახურების შეთავაზება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/3991



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |