www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო Maxela
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

სასტუმრო "Maxela" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "Maxela" 2016 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სასტუმროების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას და ორიენტირებულია მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილების უზრუნველყოფაზე. კომპანია გამოირჩევა მზარდი განვითარებით და შესაბამისად, წარმატებული გუნდის დახმარებით, ბევრი საინტერესო გეგმის განხორციელებას გეგმავს მომავალში.

გვესაჭიროება, 20-დან 35 წლამდე, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში შემოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** რეზერვაციის საიტებთან მუშაობა;
** სასტუმროს ნომრის დაჯავშნის სწორი მენეჯმენტით წარმოება, ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი.;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

სავალდებულო მოთხოვნაა:

** ინგლისური და რუსული ენის საფუძვლიანად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ჰქონდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მკაფიო და გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

სამუშაო საათები: სრული.
ხელფასი: 1000 ლარი
მისამართი: თბილისი, საბურთალო, შარტავას ქ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ელფოსტაზე: info@maxelahotel.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |