www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინჟინრო კომუნიკაციების მომსახურების კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს სტაჟირებას დ. აღმაშენებლის სახ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ სამსახურში შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მომსახურების კოორდინატორის პოზიციაზე.

სტაჟირების წარმატებით გავლის შედეგად კანდიდატის დასაქმება მოხდება ქუთაისის აეროპორტში შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მომსახურების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი
სამუშაო ადგილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

სტაჟირების პროცესში შეისწავლით:

** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო კომუნიკაციების გამართულად, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო კომუნიკაციების დაკავშირებული სქემების, ნახაზების, საგარანტიო ფურცლების, სახელმძღვანელოების, ინსტრუქციების, დებულებების და რეგლამენტების სისტემატიზაცია;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო კომუნიკაციების სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა, ყოველდღიური დათვალიერება, დათვალიერების შედეგების შესაბამის ბაზაში აღრიცხვა და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მისი დაუყოვნებელი აღმოფხვრა და ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა და ყოველდღიური დათვალიერება და დათვალიერების შედეგების შესაბამის ბაზაში აღრიცხვა და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მისი დაუყოვნებელი აღმოფხვრა და ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობების ყოველდღიური მონიტორინგი და დაზიანების ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში შეკეთება/აღმოფხვრა და ინფორმაციის ტექნიკური მენეჯერისათვის მიწოდება;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შენობა-ნაგებობებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მომსახურების პროცესში ისეთი ხარვეზ(ებ)ის ან დაზიანების არსებობის შემთხვევაში, რომელთა აღმოფხვრა სცილდება ტექნიკური სამსახურის შესაძლებლობას ტექნიკური მენეჯერისათვის და დადგენილი ფორმით ინფრასტრუქტურის განვითარების და მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და მათთან კოორდინაცია მათი აღმოფხვრისათვის;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული წყლის მიწოდების სისტემის ეფექტურად და დადგენილი წესის შესაბამისად ექსპლოატაციის უზრუნველყოფა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ხანძრის ქრობის სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, არსებული ცეცხლმაქრების ვარგისობის მონიტორინგის და საჭიროების შემთხვევაში შეცვლის უზრუნველყოფა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა და გარე პერიმეტრის სისუფთავის, ბალახის მოჭრის, თოვლის გაწმენდის და სხვა სამუშაოების შესრულების მონიტორინგი და უზრუნველყოფა და ასეთის არსებობის შემთხვევაში ამ სერვისის მიმწოდებელ კომპანიასთან ურთიერთობა;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფის დანარჩენი წევრებისათვის მათ საქმიანობაში დახმარების აღმოჩენა ტექნიკური მენეჯერის სხვადასხვა დავალებების შესრულება;

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება/პროფესიული განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |