www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრო მექანიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი
სამუშაო ადგილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ფუნქციები:

** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ელექტროქსელისა და ელექტრომოწყობილობების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და შეუფერხებლად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ელექტროქსელისა და ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების მდგომარეობის და მათზე გატარებული ღონისძიებების შესახებ დოკუმენტების, ჟურნალების, ელექტრონული ბაზის წარმოება;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების ყოველდღიური დათვალიერება, დათვალიერების შედეგების დაფიქსირება შესაბამის დოკუმენტებში, ჟურნალებში, ბაზაში;
** ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების მდგომარეობაში ან მუშაობაში ტექნიკური ან ორგანიზაციული პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება, ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრა და გაწეული სამუშაოების დაფიქსირება შესაბამის დოკუმენტებში, ჟურნალებში, ბაზაში;
** ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება და მათი დაფიქსირება შესაბამის დოკუმენტებში, ჟურნალებში, ბაზაში;
** აეროპორტის სარეზერვო გენერატორის მუდმივად მწყობრში ქონა, მისი ყოველდღიური დათვალიერება-შემოწმება, ტექნიკური ან ორგანიზაციული პრობლემის არსებობის შემთხვევაში (მათ შორის, არასაკმარისის საწვავი) ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება და ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრა; მონიტორინგის შედეგებისა თუ გაწეული სამუშაოების დაფიქსირება შესაბამის დოკუმენტებში, ჟურნალებში, ბაზაში;
** მაღალი ძაბვის ინჟინერთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტრო ქვესადგურის გამართულად მუშაობის, სარეზერვო ხაზის მუდმივად მწყობრში ყოფნის ყოველდღიური მონიტორინგი;
** ელექტრო ქვესადგურის ან სარეზერვო ხაზის მდგომარეობაში ან მუშაობაში ტექნიკური ან ორგანიზაციული პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება, მაღალი ძაბვის ინჟინერთან ერთად ხარვეზის დაუყოვნებელი აღმოფხვრა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალისათვის, სხვა შენობებისა თუ ნაგებობებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების და არსებული სისტემების, მოწყობილობების, დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** ტექნიკური მენეჯერის მითითებების საფუძველზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გათბობა-გაგრილების სისტემის, სხვა ელექტროსისტემების მართვის ოპერირება და შესაბამისი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მათი აღმოფხვრის ორგანიზება, ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება, ინფორმაციის დაფიქსირება შესაბამის დოკუმენტებში, ჟურნალებში, ბაზაში;
** შიდა და გარე განათების მოწყობილობების გამართულად მუშაობის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში სანათების გამოცვლა;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებული კონტრაქტორების, სხვა ორგანიზაციებისა თუ უწყებების ობიექტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების სქემის შემუშავება, ინფრასტრუქტურის განვითარების და მონიტორინგის სამსახურთან შეთანხმება, საჭირო სამუშაოების განხორციელება (საჭიროებისამებრ - სხვა კოლეგების დახმარებით) და ელექტროენერგიის მიწოდება;
** თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო მასალების, ნაწილების და ხელსაწყოების თაობაზე ტექნიკური მენეჯერის დროული ინფორმირება, მათი სრული კომპლექტაციით ქონა, შენახვა მოწესრიგებულ და გამართულ მდგომარეობაში;
** თავისი საქმიანობის პროცესში ისეთი ხარვეზ(ებ)ის ანდა საჭიროებების გამოვლენის შემთხვევაში, რომელთა აღმოფხვრა სცილდება ტექნიკური სამსახურის შესაძლებლობას, ტექნიკური მენეჯერისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება;
** აეროპორტში ელექტროქსელის, სისტემების ანდა მოწყობილობა/დანადგარების მონტაჟი/დემონტაჟი, ან, სხვა პირთა მიერ მონტაჟის/დემონტაჟის შემთხვევაში, მათთვის მაქსიმალური შესაძლო დახმარების გაწევა, სამუშაოების ზედამხედველობა, საჭირო მითითებების მიცემა, სამუშაოს სწორად ჩატარების უზრუნველყოფა;
** აეროპორტის ელექტროქსელთან, სისტემებთან, მოწყობილობა/დანადგარებთან არაუფლებამოსილი პირების დაუშვებლობის მონიტორინგი, არაუფლებამოსილი პირების ელექტრო-ობიექტებთან კონტაქტის ფაქტის შემთხვევაში, მათი ვინაობის მიუხედავად, ყველა შესაძლო ზომის მიღება არასანქცირებული კონტაქტის აღსაკვეთად, ტექნიკისა და ადამიანების უსაფრთხოების ნორმების აღსადგენად/დასაცავად და ტექნიკური მენეჯერისა თუ სხვა სათანადო სამსახურების დაუყოვნებლივ ინფორმირება, ინციდენტის დასრულებისთანავე კი წერილობითი რაპორტის შედგენა ტექნიკური მენეჯერის სახელზე;
** აეროპორტის ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების მონიტორინგის შედეგად ან სხვაგვარად, სავარაუდო არასანქცირებული ჩარევის კვალის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა შესაძლო ზომის მიღება ტექნიკისა და ადამიანების უსაფრთხოების ნორმების აღსადგენად/დასაცავად და ტექნიკური მენეჯერის დაუყოვნებლივ ინფორმირება და წერილობითი რაპორტის შედგენა მისსავე სახელზე;
** დაშვების არმქონე პირების მიერ აეროპორტის ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების სადემონსტრაციო, სასაწავლო თუ სხვა არასაწარმოო მიზნით დათვალიერების თუ სხვაგვარი კონტაქტის საჭიროებისას, წინასწარი ზომების მიღება ადამიანებისა და ტექნიკის უსაფრთხოების დასაცავად (დენის გამორთვა, ბარიერების განთავსება, ადამიანების ინსტრუქტაჟი თუ სხვა), ასევე ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება ადამიანებისა თუ ტექნიკის ყველა შესაძლო რისკის შესახებ;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებისათვის, ასევე საჭიროებისამებრ აეროპორტში მომუშავე სხვა პირებისათვის ელექტრო უსაფრთხოების წესების გაცნობა და მათი დაცვის მეთვალყურეობა, დარღვევის გამოვლენისას სათანადო მითითების მიცემა და ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება;
** ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ელექტროენერგიის ეფექტურად და ყაირათიანად გამოყენების მონიტორინგი, საწინააღმდეგოს გამოვლენის შემთხვევაში სათანადო მითითების გაცემა და ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში მესტიის აეროპორტში არსებული ელექტროქსელის, სისტემების და მოწყობილობა/დანადგარების ტექმომსახურების ღონისძიებების განხორციელება, ასევე მათი ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების საკითხებზე კომპანიის შესაბამისი თანამშრომლებისათვის სათანადო ტექნიკური სახის კონსულტაციების გაწევა;

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ან სულ მცირე პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის, ელექტრომექანიკის ან სხვა სათანადო მიმართულებით;
** შესაბამის სამუშაოზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;
** ტექნიკური უნარ-ჩვევები

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა:

** MS Word
** MS Excel

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |