www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: m² უძრავი ქონება
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

სს "m² უძრავი ქონება" დაარსდა 2006 წელს და კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით. "m²"-ის მისიაა გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში და ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიურად სათავო ოფისიდან, გაყიდვების ოფისებიდან და სამშენებლო ობიექტებიდან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
** საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებლებთან ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი პროდუქტების გამოვლენა;
** კომპანიაში არსებული მარაგების აღრიცხვისა და განაწილების კონტროლი;
** სათავო ოფისში სამეურნეო მარაგების კონტროლი და დროული შევსება;
** აღნიშნულ საკითხებზე და შესყიდვების საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე დადგენილ ვადებში ანგარიშგება უშუალო უფროსთან და სათავო ოფისთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით);
** შესყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულფასოვნად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Outlook);
** სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: m2jobs@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |