www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოკუპაციური თერაპევტი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე.

"პირველი ნაბიჯი" ემსახურება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ოკუპაციურ თერაპიასა ან ფიზიკურ თერაპიაში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული უნარების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფიზიკური გარემოს ადაპტირება - დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის ბენეფიციარების ფიზიკური უნარების შეფასება და საჭიროებიდან გამომდინარე გარემოს მორგება (დამხმარე საშუალებების მორგება). ფუნქციური უნარების გასავითარებლად სპეციალური აღჭურვილობის შექმნა/მოძიება;
** სენსორული დისფუნქციის მქონე ბავშვების შეფასება და ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შექმნა, განხორციელება და მონიტორინგი;
** საჭიროებიდან გამომდინარე ფუნქციური უნარების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა მეთოდისტებისათვის სამუშაო მეთოდის ან ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით.
** ალტერნატიული კომუნიკაციის პროგრამის შემუშავება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** მშობლებთან თემატური შეხვედრები, პრეზენტაციები
** დღის ცენტრების სტანდარტით და ბინაზე მოვლის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის წარმოებაში მონაწილეობის მიღება (მიზნების შერჩევა, მორგებაში, სასწავლო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება);
** პირადი საქმეების წარმოება, დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ოქმებისა და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
** ხელმძღვანელობის მოთხოვნის მიხედვით საჭირო თემატური ინფორმაციის დროული და სრულყოფილი მოძიება, მომზადება.

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

სამუშაო დატვირთვა: სრული

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 23 ოქტომბერი. გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |