www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: OSHE Georgia
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

"საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია" დაარსდა 2016 წელს, ასოციაციის საქმიანობის მიზანია საქართველოში შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ამ სფეროში ცნობიერების (ასამაღლებლად) ამაღლების კუთხით შესაბამისი ტრეინინგების ჩატარება.

ვაკანსია: მძღოლი

ძირითადი მოთხოვნები მძღოლის მიმართ:

** საკუთარი ავტომობილი (სასურველია Toyota prius)
** ავტომანქანის მართვის უნარის მაღალ დონეზე ფლობა;
** პრეტენდენტს აუცილებელია გააჩნდეს მოქმედი მართვის მოწმობა (მინიმუმ B კატეგორია);
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა;
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი;
** რეგიონებში გადაადგილების შესაძლებლობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები ავტომობილის მიმართ:

** უცხოური (არასაბჭოთა) ავტომობილი - ტექნიკურად და გარეგნულად გამართულ მდგომარეობაში;
** საჭე მარცხენა;
** საწვავის ტიპი: ბენზინი, დიზელი;
** ავტომობილის ტიპი: მსუბუქი, ოთხკარიანი;
** ინტერიერი მოწესრიგებული და კომფორტული;
** ავტომობილს გამართული უნდა ქონდეს უსაფრთხოების სისტემები;
** ავტომობილს უნდა გააჩნდეს გამართული გათბობა-კონდიცირების სიტემა;
** საწვავის მაქსიმალური მოხმარება: 100კმ - 11 ლიტრი;
** ავტომობილის ასაკი: 2002 წლიდან;
** სასურველია ავტომობილს გავლილი ქონდეს ტექნიკური დათვალიერება;

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ გამოაგზავნონ CV სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.oshegeorgia@gmail.com (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია (მაგ: მძღოლი), სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |