www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პიარ/კომუნიკაციის ასისტენტი
მომწოდებელი: იბერიის ვარსკვლავი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

სამშენებლო კომპანია "იბერიის ვარსკვლავი" აცხადებს ვაკანსიას პიარ/კომუნიკაციის ასისტენტის პოზიციაზე

სამშენებლო კომპანია "იბერიის ვარსკვლავი" დასავლეთის რეგიონში ოპერირებს 1990 წლიდან და გთავაზობთ კომერციულ, საცხოვრებელ და საოფისე ფართებს იმერეთის რეგიონში, ქ. ქუთაისში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: https://isg.com.ge/

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება PR-ის, მარკეტინგის ან მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით;
** კერძო მომგებიანი ორგანიზაციების გაყიდვებისა და პიარის მიმართულებით PR/ჟურნალისტის/კომუნიკაციის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო კომპანიების ბაზრის კონტექსტის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, PoWerPoint, Abode Photoshop, Abode Illustrator, Corel Draw).

კომპეტენციები/უნარები:

** სამშენებლო კომპანიის პიარ/კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** საკომუნიკაციო არხების შერჩევა და სამშენებლო კომპანიიის იმიჯის წარმოჩენა, როგორც ადგილობრივ ასევე ეროვნულ დონეზე;
** სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების/აქტივობების დაგეგმვა;
** კომპანიის პროდუქტების ფოტო/ვიდეო გადაღება, მათი დამუშავება და მიზნობრივი გავრცელება;
** სამშენებლო კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით;
** სხვადასხვა საბროკერო ვებ გვერდების მოძიება და მათზე შეთავაზებების განთავსება;
** მასალების მოძიება/მომზადება/განთავსება კომპანიის სოციალური ქსელებისთვის - Facebook, Instagram;
** კომპანიის ვებ გვერდის მართვა;
** საინფორმაციო მასალების შექმნა და დიზაინის შემუშავება;
** მასმედიის წარმომადგენლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი, თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, მაღალი შრომის დისციპლინა;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** გასაუბრება - მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, წარმოადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: iberiastargroup@gmail.com 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 0431 2 271078.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |