www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ნოვა ფოსტა
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს სს "ნოვა ფოშტა უკრაინა"-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. "ნოვა ფოშტა უკრაინა" 2001 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს. ამჟამად მის პორტფელში 12 მილიონზე მეტი კლიენტი ირიცხება და ყოველწლიურად უზრუნველყოფს 200 მილიონამდე ამანათის გადაზიდვას.

"ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს.

"ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული წინსვლის და პიროვნული ზრდის საშუალებას. ჩვენი გუნდი გთავაზობთ სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და საინტერესო სამუშაოს.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო გრაფიკი: 15:00-22:00 საათი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება;
** 1C პროგრამის ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
** უპირატესობა მიენიჭება მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;

ძირითადი მოვალეობები:

** 1C პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა;
** RS-ზე ზედნადებების ატვირთვა;
** სალაროსთან მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** კომუნიკაციის და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-მისამართზე: tamar.chumburidze@np-int.com ამასთანავე, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.novaposhta.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |