www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" (MSDA) აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ვებ და მობილური აპლიკაციების ფუნქციონალური დავალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** UI/UX დიზაინი (აქცენტით UX-ზე);
** დიზაინ სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისამებრ - ინტერფეისის დოკუმენტირება, პროტოტიპირება;
** ორგანიზაციის მიერ უკვე რეალიზებული პროდუქტების დიზაინის განვითარებაზე მუშაობა.

მიმდინარე გამოწვევა:

** გუნდისათვის - თბილისისა და რეგიონების თვითმმართველობებისათვის ერთიანი დოკუმენტბრუნვის, კადრთაღრიცხვისა და მოქალაქეების მომსახურეობის ელექტრონული სისტემის დამზადება (ERP, CRM ტიპის ბიზნეს ინტერფეისი).
** დიზაინერისათვის - სამომხმარებლო ინტერფეისის რეალიზაციის იმდენად ინტუიტიურად გასაგები და "ჭკვიანი" რეალიზაცია, რომ მომავალი სისტემის ათეულობით ათასი მომხმარებელი, მხოლოდ კმაყოფილი და მადლობელი დარჩეს.

პროფესიული მოთხოვნები:

** UI/UX მიმართულებაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** ** Material - UI სპეციფიკაციებთან მეგობრობა;
** სასურველია დიზაინ სისტემებთან (კომპონენტების ბიბლიოთეკები) მუშაობის გამოცდილება;
** დამატებით უპირატესობად ჩაითვლება: HTML5/CSS-ის საბაზისო ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალებისადმი;
** დროის ეფექტური მართვა.

რას გთავაზობთ:

** საინტერესო პროექტებზე მუშაობა;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

დარიცხული ხელფასი: 5000 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ:

** CV
** ნამუშევრების პორტფოლიო (იქნება ეს ბმული behance, dribble პორტფოლიოზე, თუ მოქმედი ვებ მისამართები).

CV და პორტფოლიო, გთხოვთ, გამოგზავნოთ მისამართზე: jobs@msda.ge 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (წერილის სათაურში მიუთითეთ - "UI/UX დიზაინერი").



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |