www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების უმცროსი ინჟინერი
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"Orient Logic" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდთან ერთად, ამ პოზიციაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ღრმად გაეცნოთ "Orient Logic"-ის პარტნიორი მწარმოებლების უახლეს ტექნოლოგიებს, ჩაერთოთ ჩვენი დამკვეთების IT სისტემების აგებასა და მოდერნიზაციის პროექტებში, შეიძინოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს IT ბაზრის განვითარების საქმეში.

ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების უმცროსი ინჟინრის დანიშნულებაა საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში უზრუნველყოს "Orient Logic"-ის დამკვეთების მომსახურება სისტემების დაპროექტების შერჩევის, იმპლემენტაციისა და მხარდაჭერის საკითხებში.

საქმიანობის არეალი:

** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ადმინისტრირება - დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავება;
** პროდუქტების შერჩევა - გადაწყვეტილების შემადგენელი კომპონენტების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების განსაზღვრა (Trend Micro, Barracuda, IBM, Symantec და სხვა).
** ტექნიკური მხარდაჭერა - ინსტალირებული სისტემების ექსპლოატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა/გასწორება და მათი ტექნიკური მხარდაჭერა;

სპეციალიზაცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემების(Windows, Linux) არქიტექტურის ცოდნა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ბოლო პერიოდის ტენდენციების, ტექნოლოგიების, მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** უსაფრთხოების შემდეგი სისტემების მუშაობის პრინციპებისა და არქიტექტურის ცოდნა web application firewalls, email security gateway, IPS/IDS, anti-virus, log management, automating security testing tools;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე ტექნოლოგიურ კომპანიაში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: Vacancy@ol.ge 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, გზავნილის ველში მნიშვნელოვანია მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |