www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯინო კაპიტალი
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 8 ნოემბერი

შპს "ჯინო კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა დოკუმენტბრუნვისა და რეგულაციების მართვა;
** სახელფასო პოლიტიკის სისტემატიზება და ადმინისტრირება;
** კომპანიისთვის ეფექტიანი სტრუქტურის შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობრივი ინსტრუქციების განახლება;
** ტალანტების მოზიდვა და შერჩევის პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მართვა (შესრულებული სამუშაოს შეფასება, სამოტივაციო სისტემების შემუშავება/ დახვეწა);
** შიდა კომუნიკაციის მართვა (პროცედურული სტანდარტების მუდმივი განახლება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** ინიციატივიანობა.

დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |