www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარაგების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 8 ნოემბერი

სასტუმროების ქსელი "სტადიუმ ჰოტელი - თბილისი" (Stadium Hotel - Tbilisi), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმრო "იბისი წითელი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს საწყობის მართვა - სხვადასხვა ინვენტარის, მასალების, ქიმიური საშუალებების, საკვები პროდუქტების, სპეც-ტანსაცმელისა და სხვ. მიღება, დასაწყობება და საჭიროებისამებრ გაცემა;
** ინვენტარის (ტექნიკა, სახარჯო მასალები, ინვენტარი, სამუშაო ტანსაცმელი, ქიმიკატები და სხვა საშუალებები) უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა, შენახვის სტანდარტების დაცვა;
** საწყობში არსებული ინვენტარის დანიშნულებისამებრ გაცემის უზრუნველყოფა;
** წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
** საწყობში შენახული ინვენტარის ყოველდღიური აღრიცხვის უზრუნველყოფა შესაბამისი სტანდარტების დაცვით და დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** საწყობის ეფექტურად და გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება
** მარაგების მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია დასაწყობების სტანდარტების პრინციპების ცოდნა;
** პროგრამა 1 C-ში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული
** მოწესრიგებული
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე HA1L2-hr@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |