www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვაკე
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 8 ნოემბერი

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" - ქართული ხორცპროდუქტების კომპანია - 1961 წელს დაარსდა და დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge | https://www.facebook.com/vakeproducts

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება საწყობის თანამშრომელი ქ. ბათუმში.

ანაზღაურება: ფიქსირებული.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 35 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ხორცპროდუქტების სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო.
** ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დასაწყობება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის განთავსება განსაზღვრულ სივრცეში;
** პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის შესაბამისად, სადისტრიბუციოდ მომზადება, რაოდენობის აღრიცხვა და დადასტურება.

პიროვნული მახასიათებლები: დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, ემოციურად სტაბილური/გაწონასწორებული, შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@vake.ge და სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "საწყობის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ფოტოსურათი: აუცილებელია.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |