www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: სითი და კო
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

სამშენებლო კომპანია "City & Co." აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბესიკის ქ. 4 ("ბესიკის ბიზნეს ცენტრი").
** სამუშაო საათები: 9:00-18:00.
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები მოიცავს, მათ შორის და არა მხოლოდ:

** არქიტექტურული პროექტების მომზადება.
** მუშა დოკუმენტაციის მომზადება.
** საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების ცოდნა და მისი შესრულება.
** მშენებლობის ნებართვის აღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
** კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვა.
** მომიჯნავე სპეციალისტებთან ურთიერთობა.
** სამშენებლო ობიექტების არქიტექტურული ზედამხედველობა.
** მშენებლობის ორგანიზების გრაფიკების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, არქიტექტორის სპეციალობით.
** მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება. დამატებითი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სავალდებულოა შემდეგი პროგრამების თავისუფლად ფლობა: Adobe Photoshop; ArchiCAD ან/და AutoCAD.
** სასურველია შემდეგი პროგრამების თავისუფლად ფლობა: Autodesk 3ds Max (V-Ray ან/და Corona).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სამუშაოების დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარი.
** სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი.
** გუნდთან მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე (ქართულად) და პორტფოლიო 22 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bbc.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |