www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზოციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შეყვანა 1C (ERP) პროგრამაში;
** ​შტრიხკოდების კონტროლი;
** ახალი პროდუქციის დამატება;
** დღის ბოლოს ახალი პროდუქციის და ფასების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა, რეპრინტებისა და ფასების ცვლილებების ცნობება;
** პორტალზე ატვირთული პროდუქციის კონტროლი;
** დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების)მოწესრიგება და ბუღალტერიისთვის თვის ბოლოს მიწოდება;
** თვის ბოლოს პროგრამისა და პორტალის შედარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით)
** აუცილებელია 1C (ERP) პროგრამის ცოდნა;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება შესყიდვების ან ბუღალტერიის მიმართულებით;

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური და ოპერატიული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით ელფოსტაზე: jobs@biblusi.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |