www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

"ვიონის ჯგუფი" წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი კომერციული რეპორტების მომზადება
** პრეზენტაციების მომზადება და კომპანიის კომერციული შედეგების წარდგენა მენეჯმენტთან
** არსებული რეპორტების დახვეწა და ახალი რეპორტების დანერგვა ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისად
** კომერციულ გუნდთან ერთად კომპანიის მიზნების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი და მონაწილეობა რეკომენდაციების შემუშავებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რეპორტინგის/ანალიტიკის მიმართულებით, სასურველია კომერციულ/მარკეტინგის გუნდში
** MS Excel-ისა და MS Power Point-ის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია ThinkCell-ის ცოდნა
** ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

საჭირო უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 24 ოქტომბრამდე.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |