www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: BG Palace
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 8 ნოემბერი

სასტუმრო "BG Palace" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** აწარმოებს ეფექტურ და ზრდილობიან მომსახურებას, ცდილობს დამსვენებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი.
** ახორციელებს ნომრების კონტროლს სტუმრების ჩამოსვლამდე და გასვლის შემდეგ, მათ შორის სისუფთავეს, ჰიგიენას, მინიბარის მდგომარეობას, ნომრის ინვენტარის ხელუხლებლობას.
** ახორციელებს მაცხოვრებლების ინფორმირებას, მათ შორის ფასიან სერვისებზე, აკონტროლებს მათ გადახდას და მიწოდებას.
** აწვდის მომხმარებელს ზეპირსიტყვიერ რჩევებს კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის შესახებ.
** იღებს და აფორმებს საჭირო დოკუმენტაციას.
** ინფორმირებას უწევს ხელმძღვანელობას არსებული ხარვეზების შესახებ.

პიროვნული თვისებები:

** ზრდილობიანი და ყურადღებიანი დამოკიდებულება ადამიანებთან.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ყურადღების მიქცევა დეტალებზე.

კვალიფიკაციური მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** Microsoft Word, Microsoft Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** ინტერნეტ პლათმორმებთან მუშაობის გამოცდილება: Email; Outlook; Facebook.com; WhatsApp.
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება ონლაინ ჯავშნების პლატფორმებთან "Booking.com", "Expedia.com".

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.bgpalace@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |