www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგულირების რისკების უფროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს რეგულირების რისკების უფროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას თბილისში

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142

განსაკუთრებული მინიშნება: გათვალისწინებულია რეგიონებში მოკლევადიანი მივლინებები გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** მონიტორინგის სრული პროცესის განხორციელება (გუნდის მართვა, პროექტის დაგეგმვა, გასაუბრებების ჩატარება, პროცესზე დაკვირვება, სამუშაო დოკუმენტაციის შესწავლა და სხვა);
** მონიტორინგის პროცესის ფარგლებში სამუშაო დოკუმენტაციის შევსება;
** მონიტორინგის პროცესის ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის დამუშავება ტექნიკურად;
** მონიტორინგის შედეგების შეჯამება და ასახვა შესაბამის დოკუმენტაციაში;
** რეგულაციების შესწავლა და ანალიზი;
** ​რეპორტინგი და ანალიზი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში (სადაზღვევო კომპანია, ჰოსპიტალი), ჩამონათვალი პოზიციებიდან, რომელიმეს მსგავსი მიმართულებით: ზარალების მართვის სპეციალისტი, ანალიტიკოსი, აუდიტორი, ხარისხის მართვის სპეციალისტი;
** სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 ოქტომბერი, 2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evex.ge/ka/vacancy/regulirebis-riskebis-ufrosi-analitikosi/205

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |