www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტ მენეჯერი
მომწოდებელი: ფაინ თრი
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

შპს "ფაინ თრი" (ბრენდი - Humana) აცხადებს ვაკანსიას პროდუქტ მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვთა კვების სფეროში სიახლეების მონიტორინგი, ანალიზი და დასკვნების გაკეთება;
** ექიმების და მშობლების კონსულტაცია;
** პროდუქტის შესახებ პრეზენტაციების ჩატარება;
** სემინარების ჩატარება პროდუქტთან დაკავშირებით ცნობადობის და ინფორმატიულობის ზრდის მიზნით;
** სარეკლამო მასალის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ეტიკეტების შემოწმება და ვიზირება;
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება აქტუალურ საკითხებზე;
** ცოდნის მუდმივი გაღრმავება და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის მიწოდება, ექიმების და მშობლების მხრიდან წარმოქმნილ შეკითხვებთან დაკავშირებით;
** მომხმარებლებისგან მიღებულ პრეტენზიებზე რეაგირება, პრობლემური საკითხების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო (ფარმაცევტული) განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 3 წლიდან;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი - მაღალ დონეზე;
** სამედიცინო სფეროში გათვითცნობიერებულობა;
** Microsoft Office - კარგად;
** ენები: ინგლისური და რუსული;
** ძირითადი კანონების ცოდნა აღნიშნულ სფეროსთან მიმართებაში

სამუშაო განაკვეთი სრული: 09:00 - 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: Nana.lobzhanidze@pinetree.ge და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ოქტომბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |