www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი - ნახევარი განაკვეთი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე მომუშავე გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითექსი" 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova.

აღნიშნული ვაკანსია შესაძლოა საინტერესო იყოს სტუდენტებისთვის, რომლებიც შეძლებენ სწავლასთან მუშაობის თავისუფლად შეთავსებას, ასევე, ახალგაზრდა მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ ძირითადი დრო შვილებთან ერთად გაატარონ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
** სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
** უზრუნველყოს საქონლის საკმარისი რაოდენობით არსებობა დარბაზში;
** უზრუნველყოს მაღაზიასა და საწყობში არსებული საქონლის სისუფთავე და სავაჭრო სახის შენარჩუნება;
** უზრუნველყოს საწყობში საქონლის დალაგება კოდებისა და ზომების მიხედვით;
** გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს;

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (უცხოელ მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით)

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

** ერთმანეთის მხარდაჭერა;
** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** იდეების/ინიციატივების ღიად გაზიარება;
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (დღეში 4 სთ)
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ფილიალის ლოკაციის მიხედვით;
** სტაჟირების ვადა: 5 დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის გამოგზავნისას: "consultant/part time".

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |