www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დაგეგმვის და ანალიზის მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 8 ნოემბერი

"ლაზიერი", 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს.ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალი წევრს ფინანსური დაგეგმვის და ანალიზის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური დაგეგმვის პროცესის მართვა და მონაწილეობა (წლიური ბიუჯეტის, ბიზნეს გეგმის და პროგნოზების მომზადება და ანალიზი);
** საფასო პოლიტიკის ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
** პროექტის ხარჯების სტრუქტურის ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავეჯის ან სხვა წარმოების სფეროში ფინანსური რეპორტინგის და დაგეგმვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** უმაღლესი განათლება - სასურველია ეკონომიკის, სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური ან ბიზნეს განხრით
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ​ERP-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: ggognadze@lazieri.com
ან დაგვიკავშირდეთ: 577 99 82 42 ტელ: 0322-31-50-50;

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

http://www.lazieri.com
http://www.facebook.com/lazierigeo
http://Instagram.com/LazieriGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |