www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 8 ნოემბერი

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** გაყიდვების ტექნიკების, სპეციფიკისა და სამომხმარებლო/მსყიდველობით ჩვევების კარგად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარები, მომხმარებლების მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზი და მათთვის ოპტიმალური ვარიანტის, გადაწყვეტის შეთავაზების უნარი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, სასაუბრო დონეზე კი - რუსულსა და ინგლისურ ენებზე(აუცილებელია);
** ​საოფისე პროგრამების MS Office-ს კარგად ცოდნა;
** ​ძვირფასი პროდუქციის გაყიდვაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, გაყიდვების სფეროთი დაინტერესებული, აქტიური,
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივი მუშაობა მომხმარებელთან, გაყიდვები, მათი ეფექტიანი და თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** ​მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა

პირობები:

** ანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსები;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ექვსი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00.
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

დამატებითი ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #86
ვები: http://www.bellemaison.ge | http://www.facebook.com/bellemaisontbilisi

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge

კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერის" პოზიცია.

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისათვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |