www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2019
მომწოდებელი: მედიის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფაქტების გადამოწმების პორტალი "მითების დეტექტორი", გლობალური მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, აცხადებენ ქვიზების კონკურსს 2019 წლის "ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის" გამოსავლენად.

თუ გინდა, რომ გაღიარონ 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდად და ხარ 17-დან 28 წლამდე:

** 27 ოქტომბრამდე დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ მისამართზე: http://www.millab.ge
** 27 ოქტომბერს 12 საათზე მონაწილეობა მიიღე ქვიზების კონკურსში, რომელიც დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;
** უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას.

კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 3 გამარჯვებულს გამოავლენს:

** 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ახალგაზრდა ანაზღაურებად, ერთთვიან სტაჟირებას "მითების დეტექტორის" რედაქციაში გაივლის;
** მე-2 ადგილზე გასული კი - on.ge-ს რედაქციაში.
** მე-3 ადგილზე გასული ForSet-ისგან DataFest-ის ბილეთს მიიღებს საჩუქრად.
** საუკეთესო შედეგის მქონე სამივე ახალგაზრდას საჩუქრად ციფრული ტექნიკა და სერტიფიკატები გადაეცემათ.

2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის დასახელება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ნოემბერში სპეციალურ საზეიმო ცერემონიალზე მოხდება, რომელზეც MDF-სა და ForSet-ის ერთობლივი ახალი ონლაინ თამაშის პრეზენტაციაც გაიმართება.

კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით იმართება. კონკურსის პროგრამულ მხარდაჭერას ForSet-ი, ხოლო საინფორმაციოს - ინტერნეტ პორტალი On.ge უზრუნველყოფენ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |