www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-მდე პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და სერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანები.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქალაქგარეთ - წიწამურში;
** ტრანსპორტირებას სამუშაო ადგილამდე და უკან ქალაქში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
** სასიამოვნო ადამიანებთან, მეგობრულ გარემოში გუნდური მუშაობის შესაძლებლობას.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ფუნქციები:

** კომპანიის მიერ დასახული გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის შედგენა და იმპლემენტაცია;
** ბაზრის კვლევა - არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
** სარეკლამო და მარკეტინგული მასალების დამზადება;
** ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და მარკეტინგული მხარდაჭერა;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა;
** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** Google Analytics - ის საშუალებით, სოციალურ ქსელებში კამპანიების ეფექტურობის შეფასება;
** კომპანიის ვებ.გვერდის და სოციალური გვერდის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სატვირთო ავტომობილების სფეროს ბაზრის და სპეციფიკის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია;
** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: office@vakomotors.com.ge 11 ოქტომბრის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "მარკეტინგის მენეჯერი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |