www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ტექნიკოსი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 50-ზე მეტი თანამშრომლით.

პოზიცია: IT ტექნიკოსი

ქალაქი: ქუთაისი

მოვალეობები:

** ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
** ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
** პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;

მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** მართვის მოწმობა;
** ენების ფლობა: ქართული და რუსული კარგად.
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
** ასაკი 22 წლიდან.

შერჩეული კანდიდატისთვის ISO სტანდარტების შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას ორი თვის განმავლობაში უზრუნველყოფს თავად კომპანია.

საწყისი ხელფასის ოდენობა: 800 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება და ქალაქი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |