www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქ. რუსთავში.

სამუშაო განრიგი: ორშაბათ - პარასკევი 10:00 და 18:00 მდე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორაციული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა იურიდულ პირებზე;
** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (სასურველია - იურიდიული, საბანკო ან საფინანსო განხრით);
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, Excel, MS Office, E-mail);
** ქართული ენის გამართული ცოდნა (წერა, მეტყველება) - სავალდებულოა;
** უცხო ენ(ებ)ის ცოდნა - სასურველია.

აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება გათვალისწინებულია საბონუსე სისტემით, გაყიდვების მიმართულებით გამოცდილების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@ardi.ge

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |