www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Georgien Spedition
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

შპს "Georgien Spedition" ფუნქციონირებს 2008 წლიდან. წარმოადგენს საერთაშორისო გადამზიდველ სატრანსპორტო კომპანიას, რომლის სატვირთო მანქანები ახორციელებს გადაზიდვებს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის.

შპს "Georgien Spedition" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00 საათამდე;

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორებთან საქმიანი მიმოწერის განხორციელება;
** სოციალური ქსელის მართვა;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება ინგლისურ ენაზე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@geospedition.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ვადა 22 ოქტომბერი, 2019 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |