www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიების ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.

ექვემდებარება: ოპერაციულ დირექტორს
ზედამხედველობს: N/A
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი 19:00-23:00სთ.
სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:

** პასუხისმგებელია მაღაზიების გამართულ მუშაობაზე.
** მოვალეობები:
** მაღაზიების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სისტემატური სწავლება, ტრეინინგის ორგანიზება, წახალისება/დისციპლინური ან სხვა სახის გაფრთხილება.
** პროდუქციის მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა, მინიმალური ნაშთის სტანდარტის შექმნა, დანერგვა მუდმივი კონტროლი.
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიებში არსებული პროდუქციის და ინვენტარის ყოველთვიური აღწერა, დარღვევებზე მყისიერი რეაგირება, რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა, ნებისმიერ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნილ პროდუქტზე თუ მომსახურებაზე რეაგირება, შესყიდვები მენეჯერთან ინფორმაციის მყისიერი მიწოდება.
** მაღაზიებში ყოველდღიური ვიზიტი საქართველოს მასშტაბით
** მაღაზიაში არსებული ტექნიკისა და მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობების გამართულობის კონტროლი, გაუმართაობის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება.
** ყოველი თვის ბოლოს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება, რეპორტი დირექტორთან და გაყიდვების ხელმძღვანელთან.
** კომპანიის განვითარებისა და მაღაზიების გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.tsiklauri@akhalikhedva.ge და მიუთითეთ ვაკანსია - "მაღაზიების ქსელის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |