www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

შპს "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი (ბუღალტერია; ეკონომიკა; ფინანსები და საბანკო საქმე);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);
** საგადასახადო და შრომითი კანონმდებლობების ცოდნა;

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** შემოსული კორესპონდენციების შემოწმება და რეაგირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** კომპანიის ბუღალტრული დავალიანებების კონტროლი;
** კომპანიის ხარჯების და შემოსავლების კონტროლი;
** საგადასახდო სამსახურებთან ურთიერთობა;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის, ბუღალტრული გატარებების სისწორის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება-გადაგზავნა;
** კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობა და პრობლემების მოგვარება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მთავარი ბუღალტერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |