www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონტიორ-ინსტალატორი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

შპს " სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში მონტიორ-ინსტალატორის ვაკანსიას.

სამუშაო აღწერილობა:

** სააბონენტო ხაზის მომსახურება გამანაწილებელი კოლოფიდან აბონენტამდე; ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა
** DSL, IPTV, GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
** ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მეკაბელის დახმარება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მონტიორ-ინსტალატორის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
** მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
** შესაბამისი სამუშაოების ხარისხიანად შესრულება/კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/სხვა უნარები:

** სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში განათლება/სამუშაო გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |