www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

"ევექსის კლინიკები" აცხადებს შერჩევას ინტენსიური თერაპიის ექთნის პოზიციაზე ქუთაისში

სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე ან მესამე დღეს

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პაციენტის მომზადება მცირე საოპერაციო ან/და დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის;
** პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და შესაბამისად რეაგირება;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულოა კანდიდატმა წამროადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა; ** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან;
** პრიორიტეტულად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/eqtani-qutaisshi/352

"ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |