www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

"დრესაპ ჯგუფი" უკვე 24 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და გვთავაზობს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Levi`s, Lee, Wrangler, Mavi, Rifle, Converse, Lacoste, Vans, Bensimon, Guess, Gant ყველაზე დიდ არჩევანს.

კომპანია წარმოდგენილია 28 მაღაზიით თბილისში, 3 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანია "დრესაპ ჯგუფის" მაღაზიის თანამშრომელთა მართვა, ადმინისტრაციული პროცესების მართვა, ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვა;
** თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** თანამშრომლებისათვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ინსტრუქციის შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** აქტიური გაყიდვების და ხარისხიანი მომსახურების მოდელების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
** მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** პერიოდულად დაქვემდებარებულ პერსონალთან შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
** პრობლემური სიტუაციების მართვა (როგორც თანამშრომლებს, ასევე მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის განხრით)
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი
** თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.10.2019.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |