www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ტრენინგში მონაწილეობაზე
მომწოდებელი: ქალები მომავლისთვის
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" იწვევს ქალ მეწარმეებს პიროვნული განვითარების 4 დღიან ტრენინგში მონაწილეობისთვის.

მონაწილეობის პირობები:

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი მცირე ან/და საშუალო ზომის ბიზნესი ან აქვთ ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი.

სხვა დეტალები:

** თარიღი: 7, 8, 9, 10 ნოემბერი (ყოველ დღე 10:00 სთ-დან - 17:00 სთ-მდე)
** ადგილი: ქ. თბილისი

ტრენინგს წარმართავენ მოწვეული ტრენერები და სხვადასხვა თემებთან ერთად, ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

** საკუთარი თავის, როგორც წარმატებული ბრენდის წარმოჩენის შესაძლებლობა;
** ბრენდინგის მნიშვნელობა;
** ეფექტური კომუნიკაცია და მარკეტინგი;
** ემოციური ინტელექტის მართვა
** ლიდერობა

ტრენინგში მონაწილეობა ფინანსურად სრულად უზრუნველყოფილია ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" მიერ, პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში", ბიზნეს კომპონენტის ფარგლებში. ტრენინგის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა 3 ნოემბრის ჩათვლის უნდა გამოაგზავნოთ მოკლე ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ და პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) შემდეგ ელ-ფოსტაზე: nazi.burduladze@gmail.com

განაცხადების გადარჩევის შედეგად, ტრენინგში მონაწილეობისთვის შეირჩევა 25 მონაწილე.

ტრენინგი ხორცილდება ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის", მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გასაძლიერებლად იბრძვის ქალ ბიზნესლიდერთა ავტორიზებული ქსელის ჩამოყალიბებითა და მის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობის გზით. რომელსაც, ვახორციელებთ შემდეგი მეთოდებით:

** ქალ მეწარმეთათვის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის განათლების, განვითარების და სწავლების უზრუნველყოფა ხელმძღვანელობის ყველა დონეზე;
** თანაბარი შესაძლებლობების, ეფექტური ჩართულობის და ქალ ლიდერთა ბიზნესში დაწინაურების მხარდაჭერა;
** რეგიონში ქალ ბიზნესლიდერთა საქმიანობის და მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობა;
** იდეის "ქალები ბიზნესლიდერებად" მხარდაჭერა და ბიზნესისადმი ინოვაციური მიდგომის განვითარება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |