www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აისიმედი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

"აისიმედი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება-გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება-გატარება;
** შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე მუშაობა (ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვა და ა.შ.);
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
** მომწოდებლებთან და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური და კვარტალური მოგება - ზარალისა და ბალანსის მომზადება და წარდგენა;
** გარე ფინანსური აუდიტორებთან ურთიერთობა;
** საგადასახადო აუდიტორებთან ურთიერთობა;
** საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა და მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება-წარდგენა;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** ყოველთვიური მიმდინარე რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** მთავარ ბუღალტრად ან/და მთავარი ბუღალტრის მოადგილედ მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია);
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel , Word);
** საბუღალტრო პროგრამა Fina-ას ცოდნა (აუცილებელია);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: shalva.bc@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |