www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო", აცხადებს ვაკანსიას ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქციები:

** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი სააღრიცხვო და ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ყოველთვიური და შერჩევიტი ინვენტარიზაციის პროცესის მართვა და პროგრამაში ასახვა;
** რეცეპტების და ახალი ნაკეთობების პროგრამულად ასახვა/კორექტირება;
** MRP პროგრამაში ყოველდღიური შეკვეთების გაკეთება;
** ობიექტის მენეჯერების მხარდაჭერა MRP პროგრამის მიმართულებით და ტრენინგი;
** საცალო გაყიდვების პროგრამაში ასახვა;
** ჩამოწერების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება რეპორტინგის/ანალიტიკის მიმართულებით;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია MRP-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ბაზის ადმინისტრატორი.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 24 ოქტომბერი.

დეგუსტო მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |