www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თურქულენოვანი შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 17 ოქტომბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა, არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (თურქულენოვანი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა, არსებული ასორტიმენტის, გაყიდვების შესაბამისი რგოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე
** ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა
** შესყიდვების გეგმის შედგენა
** პროდუქციის ანალიზი - შესყიდული საქონლის მარაგის მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია შესყიდვებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია თურქული ენის ცოდნა
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა
** Excel-ის ცოდნა
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |