www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფასთა გამოკითხვა საკონფერენციო დარბაზის მომსახურებაზე
მომწოდებელი: ქალები მომავლისთვის
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" ქალაქ თბილისში 4 დღიანი ტრენინგის ჩასატარებლად აცხადებს ფასთა კვლევას საკონფერენციო დარბაზის მომსახურებაზე.

გთხოვთ, იხილოთ პირობები და დაინტერესების შემთხვეაში 20 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე მოგვაწოდოთ თქვენი ფინანსური წინადადება შემდეგ ელ-ფოსტაზე: nazi.burduladze@gmail.com

ღონისძიების დეტალები:

** თარიღები: 7, 8, 9, 10 ნოემბერი (09:00 - 19:00)
** მონაწილეთა რაოდენობა: 30 ადამიანი
** დარბაზის წყობა: U -shape

მოთხოვნები:

** ტექნიკური აღჭურვილობა (ხმის გამაძლიერებლები, ლეპტოპი, პროექტორი, სამუშაო დაფა)
** საკანცელარიო ნივთები (ფურცლები ან/და ბლოკნოტები, კალმები)
** წყალი (მინის ბოთლებში 120 ცალი)
** 8 ყავა-ჩაის შესვენება და 4 ლანჩი (30 ადამიანზე)
** კეთილმოწყობილი სასტუმროს/საკონფერენციო დარბაზი უნდა მდებარეობდეს თბილისის ცენტრალურ უბანში, მონაწილეობისთვის მოსახერხებელ ადგილზე და ითვალისწინებდეს ავტო- პარკირებისთვის სივრცეს.

შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება ყველაზე დაბალი ფასით წარმოდგენილ შეთავაზებას თუ ის სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნილ პირობებს.

ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გასაძლიერებლად იბრძვის ქალ ბიზნესლიდერთა ავტორიზებული ქსელის ჩამოყალიბებითა და მის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობის გზით. რომელსაც, ვახორციელებთ შემდეგი მეთოდებით:

** ქალ მეწარმეთათვის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის განათლების, განვითარების და სწავლების უზრუნველყოფა ხელმძღვანელობის ყველა დონეზე;
** თანაბარი შესაძლებლობების, ეფექტური ჩართულობის და ქალ ლიდერთა ბიზნესში დაწინაურების მხარდაჭერა;
** რეგიონში ქალ ბიზნესლიდერთა საქმიანობის და მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობა;
** იდეის "ქალები ბიზნესლიდერებად" მხარდაჭერა და ბიზნესისადმი ინოვაციური მიდგომის განვითარება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |